| |
ორგანიზაცია „Positive Action: მიგრანტები შიდსის წინააღმდეგ”, დაარსდა 1996 წელს. 2000 წლიდან ის აქტიურად არის ჩართული აივ დადებით პირთათვის საცხოვრებელი ადგილის ნაწილობრივ ან არ ქონის შემთხვევაში, მათი ცხოვრების ნებართვის მოპოვებას გერმანიაში. ორგანიზაციის წევრები, რომელთა დიდი ნაწილი მიგრანტები და აივ დადებითი პირები არიან, მოტივირებულნი არიანერთად მიაღწიონ დასახულ ორგანიზაციულ მიზნებს. გერმანიაში დასაქმება არის საუკეთესო გზა უცხოელებისათვის მუდმივი ცხოვრების ნებართვის მისაღებად. სწორედ ამის გამო „Positive Action”-ისუმთავრეს საქმიანობას წარმოადგენს არაკომერციული საწარმო „Die Weltküche” (მსოფლიო სამზარეულო) დაარსება და მართვა, რომელიც უპირატესად ასაქმებს აივ პოზიტიურ მიგრანტებს. მას შემდეგ რაც ”Die Weltküche”-ის გაიხსნა, გასულია რვა წელიწადი. ღესდღეობით ეს რესტორანი საერთაშორისოდ ცნობილი გახდა. „Positive Action”-ის სხვა აქტივობები წარმოადგენს: აივ დადებითი მიგრანტების ფინანსურ საჭიროებათა მხარდაჭერას, მონაწილეობს ადგილობრივ, ნაციონალურ თუ საერთაშორისო დონის აივ ინფექცია/შიდსის სფეროსა და მიგრაციის ქსელურ აქტივობებში, ასევე, ფასილიტაციას უწევს თვითდახმარების ჯგუფებსა და ინიციატივების შექმნას. „Positive Action” -ი წარმოადგენს შემდეგი ორგანიზაციების წევრს: „German Joint Welfare Association”, „National Alliance against AIDS” და „German AIDS service Organisation”. ასევე, იგი აკრედიტებულია გაეროში და მინიჭებული აქვს არასამთავრობო ორგანიზაციის სტატუსი. |
|
|
|